2023 წელს შვეიცარიაში დაახლოებით 10 000 კომპანია გაკოტრდა

გასულ წელს შვეიცარიაში 10 000-მდე კომპანიის ლიკვიდირება მოხდა. გაკოტრების შემთხვევების უმეტესობა ჭარბ დავალიანებას უკავშირდება.
შვეიცარიის კრედიტორთა ასოციაცია Creditreform-ის იმნფორმაციით, ჭარბი დავალიანების გამო გაკოტრების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და სულ 7 335 კომპანიას შეეხო. ეს არის გადახდისუუნარობის, ანუ გადაჭარბებული ვალით გამოწვეული გაკოტრების რეკორდული მაჩვენებელი.
ის, რომ გაკოტრებულ კომპანიათა საერთო რაოდენობა არ გაზრდილა, შვეიცარიის ვალდებულების კოდექსის 731ბ მუხლით აიხსნება, რომელმაც გაკოტრების შესახებ გასაჯაროებული ინფორმაციის რაოდენობის შემცირება განაპირობა. 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ასეთი ინფორმაციის რაოდენობა თითქმის 20%-ით შემცირდა.
შვეიცარიის კრედიტორთა ასოციაცია, ცალკეული დარგების შეფასებისას, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კომპანიების გაკოტრების მკვეთრი ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია ინფორმაციული ტექნოლოგიების, სასტუმროების ბიზნესის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში. ამასთან, გასულ წელთან შედარებით, გაკოტრების შემთხვევების კლება დაფიქსირდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის, აგრეთვე სამშენებლო და საინჟინრო სექტორში.