იელის უნივერსიტეტმა EPI ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თავმოყრილია ყველაზე სუფთა ქვეყნები. რომლებიც 0-დან 100 ქულამდე რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ფასდება.
ინდექსი 32 სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით გამოითვლება. გარემოსდაცვითი სპეციალისტები ამ ინდექსს ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წყაროებზე დაყრდნობით ადგენენ.
EPI ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე სუფთა ქვეყანა დანიაა 82.5 ქულით. სამეულშია ლუქსემბურგ და შვეიცარია.
იელის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დანია ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქვეყანაა მსოფლიოში და მან ამას გონივრული გარემოსდაცვითი პოლიტიკით მიაღწია.
ქვეყნის პოლიტიკა ფოკუსირებულია სათბურის გაზების ემისიების შემცირებაზე. დანიას ასევე აქვს შთამბეჭდავი ბიომრავალფეროვნება და მისი მოქალაქეები გარემოსდაცვითი არიან.
მსოფლიოს 20 ყველაზე სუფთა ქვეყნის სია ასეთია.
· დანიაა – 82.5 ქულით;
· ლუქსემბურგი – 82.3 ქულა;
· შვეიცარია – 81.5 ქულა;
· გაერთიანებული სამეფო – 81.3 ქულა;
· საფრანგეთი – 80 ქულა;
· ავსტრია – 79.6 ქულა;
· ფინეთი – 78.9 ქულა;
· შვედეთი – 78.7 ქულა;
· ნორვეგია 77.7 ქულა;
· გერმანია – 77.2 ქულა;
· ნიდერლანდები – 75.3 ქულა;
· იაპონია – 75.1 ქულა;
· ავსტრალია – 74.9 ქულა;
· ესპანეთი – 74.3 ქულა;
· ბელგია – 73.3 ქულა;
· ირლანდია – 72.8 ქულა;
· ისლანდია – 72.3 ქულა;
· სლოვენია – 72 ქულა;
· ახალი ზელანდია – 71.3 ქულა;
· კანადა, ჩეხეთი, იტალია – 71 ქულა.