2023 წელს ყაზახეთმა კასპიის ზღვის გავლით ურანის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

გასულ წელს დასავლეთის ქვეყნებში ურანის მიწოდების 64% ყაზახეთიდან, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით, განხორციელდა.
პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი მიმდინარე კვირაში ეროვნული ატომური კომპანიის Kazatomprom-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს მეირჯან იუსუპოვს შეხვდა.
შეხვედრაზე შეფასდა კომპანიის გასული წლის ანგარიში, ასევე მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ყაზახეთში 21 ათას ტონაზე მეტი ურანი იქნა წარმოებული, საიდანაც 18 ათას ტონაზე მეტი ექსპორტზე გავიდა.
ამ მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ყაზახეთმა ურანის ექსპორტი კასპიის ზღვის გავლით მნიშვნელოვნად გაზარდა.
ყაზახეთზე, რომელიც ურანის ნედლეულის მოპოვებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, 2022 წელს მსოფლიო ურანის მომარაგების 43% მოდიოდა.

ასევე დაგაინტერესებთ