„2023 წელს ღვინის ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ წარმატებული წელია და ამ ეტაპისთვის 11 თვის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 3-4%-იანი ზრდა გვაქვს“ – მეხუზლა

„2023 წელს ღვინის ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ წარმატებული წელია და ამ ეტაპისთვის 11 თვის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 3-4%-იანი ზრდა გვაქვს“ – მეხუზლა
„2023 წელს ღვინის ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ წარმატებული წელია და ამ ეტაპისთვის 11 თვის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 3-4%-იანი ზრდა გვაქვს“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ ისაუბრა. მისი თქმით 2022 წელი, პანდემიის შემდეგ იყო პირველი წელი, როდესაც ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ღვინის ექსპორტმა ქვეყანას 240 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა, ხოლო მოცულობა გასცდა 1000 000 ლიტრს.
„2023 წელი საკმაოდ წარმატებული წელია და ამ ეტაპისთვის 11 თვის მონაცემებს თუ შევხედავთ შევხედავთ 3-4%-იანი ზრდა გვაქვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მთლიანი წლის მონაცემებით წინა წლის რეკორდს გააუმჯობესებს.“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
რაც შეეხება სუბსიდირებას მეხუზლა აღნიშნავს, რომ მთავრობა სუბსიდირებიდან გამოსვლაზე უკვე მუშაობს და წელს სუბსიდირება განახევრდა.
„მსოფლიოში სუბსიდირების სხვადასხვა სქემები არსებობს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც სადაც პირდაპირ რეგულაციებშია გაწერილი ის სქემები რაც შეიძლება, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ გამოიყენოს. არის მაგალითები იმისა, რომ სუბსიდირება ხდება ისეთ რეგიონებში სადაც რთველი რთული მოსავლელია , ციცაბო რელიეფია და ა.შ.
დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასი, ჩვენი და მთავრობის მიზანია, რომ ის მოდელი რაც ჩვენ რამდენიმე წელია გვაქვს შეიცვალოს უფრო მოქნილი და გამართული მოდელით და ვფიქრობ, რომ 2-3 წელიწადში საერთოდ გამოვალთ სუბსიდირებიდან.
სახელმწიფო ყურძენს წელსაც იბარებს, რა თქმა უნდა არ გამოვიდოდა ისე, რომ განსაკუთრებით ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, სახელმწიფოს ნასეტყვი ყურძენი არ ჩაებარებინა. ეს ღვინის ხარისხზე გავლენას არ ახდენს, რადგან სახელმწიფოს მიერ ხდება ამ ყურძნის სასპირტე მიმართულებით გადამუშავება“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მეხუზლამ 2024 წლის მოლოდინებზე და ბაზრების დივერსიფიცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ბაზრების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მისივე თქმით 2019-2020 წლამდე დივერსიფიცირების ხარისხი საგრძნობლად მატულობდა, თუმცა პანდემიის შემდეგ ექსპორტში ს წილი კვლავ გაიზარდა.
„2023 წელს პოზიტიური ძვრები შეინიშნება, რუსეთის წილი აღარ იზრდება, აღსანიშნავია გერმანია, სადაც 2023 წელს 11 თვის მანძილზე ექსპორტის მაჩვენებელი მილიონ ლიტრს ასცდა, ასევე მნიშვნელოვანია სკანდინავიის ქვეყნები, რომელიც ჯერ გერმანიის რაოდენობით არ გამოირჩევა, თუმცა დივერსიფიცირების პროცესში დიდი წვლილი შეაქვს.
წლის ბოლოს ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აშშ-ის ბაზარზეც, წელს პირველად გაჩნდა აშშ_ის ეთერში ქართული ღვინის შესახებ ვიდეო რგოლი, რაც ვფიქრობ რომ პოზიტიურ შედეგს მოიტანს.
გვაქვს დიდი გეგმები, გვინდა რომ ეს სარეკლამო რგოლი რომელიც cbc- ის გადაცემა 60 წუთის ეთერში გავიდა ერთჯერადი არ იყოს და სტაბილური სახე მიეცეს და მაქსიმალურად გავაკეთებთ აქცენტს აშშ-ს ბაზარზე სტრატეგიული კომუნიკაციაზე.
რაც შეეხება ჩინეთის ბაზარზს, შარშანდელთან შედარებით ქართლი ღვინის წილი მცირდება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადად ჩინეთში ღვინის მოხმარება შემცირებულია, თუმცა ქართული ღვნის წილი მატულობს“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ასევე დაგაინტერესებთ