2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 671 016 მგზავრს მოემსახურა

2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. გასულ წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრთნაკადი 2022 წელთან შედარებით 103 %-ით გაიზარდა და 1,671,017 მგზავრს მოემსახურა (2022 წელი 822,486 მგზავრი). ინფორმაციას აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, 2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის იანვარ-დეკემბერში 5,040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-დეკემბერი 3,220 რეისი).
რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157,092 მგზავრს მოემსახურა. რაც 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 85%-ით აღემატება. (2022 წლის დეკემბერი 85,008 მგზავრი).
„2023 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო და გაატარა 538 რეისი. რაც 76 %-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2022 წლის დეკემბერი – 306 რეისი).
2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება“, – ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ