„2023 წელს ქვეყანაში ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა“ – ზურაბ აზარაშვილი

ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასული 2 წლის განმავლობაში, ფარმაცევტულ სფეროში, უპრეცედენტო მასშტაბის და მნიშვნელობის რეფორმები გატარდა.
„2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდან პროაქტიური რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები. 2023 წლის იანვრიდან დღემდე, 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესდა რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად მათი რეალიზაცია აეკრძალათ ფარმაცევტულ კომპანიებს. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად ანტიბიოტიკების ჯგუფზე ქვეყანაში 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა