2023 წელს ქართულმა ბანკებმა ₾2.7 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2023 წლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ჯამური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს 17 ბანკის მთლიანმა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის მოგების ეს მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით 623 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტია.