2023 წლის განმავლობაში საქართველოში 4,1 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, საიდანაც 37% რუსეთიდან გადმოირიცხა.
რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის მონაცემებს, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
დეკემბერში, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.4% მოდიოდა.
„კომერსანტი“გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი თანხა ჩაირიცხა: