2023 წელს სურსათზე მსოფლიო ფასები 13,7%-ით შემცირდა – FAO

2023 წელს სურსათზე მსოფლიო ფასები 13,7%-ით დაეცა, ხოლო მხოლოდ დეკემბერში, წლიურად, ფასები 10.1%-ით შემცირდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში წერია.
FAO-ს სურსათის ფასთა ინდექსი საშუალო შეწონილი მაჩვენებელია, რომელიც საკვები პროდუქტების ხუთი ძირითადი ჯგუფისთვის საერთაშორისო ფასების დინამიკას ასახავს, მათ შორის:
მარცვლეულის ფასთა ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 16,6%-ით მეტი იყო, თუმცა წინა წლის მაჩვენებელს ისევ ჩამოუვარდებოდა. მთლიანობაში, 2023 წლის შედეგებით მარცვლეულის ინდექსი 15,4%-ით შემცირდა.
მცენარეული ზეთის ფასთა ინდექსი ნოემბრის მოკლევადიანი ზრდის შემდეგ დეკემბერში 1,4%-ით, ხოლო 2023 წლის მთლიანი შედეგებით 32,7%-ით დაეცა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი წლიური მაჩვენებელია.
რძის პროდუქტების ფასთა ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 1,6%-ით გაიზარდა. თუმცა 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 16.1%-ით ნაკლებია. რაც შეეხება 2023 წლის მთლიან შედეგებს, რძის პროდუქტების ფასთა ინდექსი 16.6%-ით შემცირდა.
ხორცზე ფასთა ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 1%-ით, ხოლო წლიური თვალსაზრისით, ანუ წინა დეკემბრის მაჩვენებელზე 1,8%-ით შემცირდა. 2023 წლის შედეგებით, ფასების ინდექსი 3,5%-ით შემცირდა.
შაქრის ფასთა ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 16,6%-ით შემცირდა და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. თუმცა წლიური თვალსაზრისით ის 14,9%-ით მეტი აღმოჩნდა. 2023 წლის მთლიანი შედეგებით, შაქრის ფასთა ინდექსი 26,7%-ით გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“