2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს, 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს, 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან
2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელი მაშინ რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა.
,,2021 წელსაც, ს დაკავების შემდეგ, ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. 2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი მაშინ რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს. 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან.
ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრეს, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.
Previous: -თან ურთიერთობების დაწყება სუფთა ფურცლიდან, ნიშნავს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით ახალი სტრატეგიის შემუშავებას მრავალვექტორულ სამყაროში

ასევე დაგაინტერესებთ

ვფიქრობ, რომ სათანადო შეფასების პირობებში, „ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას არაფერი დაუდგება წინ, ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-ჩინული ურთიერთობების უფრო გაღრმავების გზაზე