სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ ნომერზე – 1481-ზე, 2023 წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი ზარია შესული.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ განუცხადა, მოქალაქეებს ძირითადად, ოჯახური ძალადობის, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევის, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ბავშვთა უფლებების დარღვევის, პატიმრების უფლებების დარღვევისა და სხვა ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია აინტერესებდათ.
სრულად წაიკითხეთ აქ.
