2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო – მათ შორის მცირე ნაწილი მოდის უცხოეთის მოქალაქეებზე. 150 უცხოეთის მოქალაქიდან, რომელთაც გასულ წელს საქართველოში მართვის მოწმობა აიღეს 99 რუსეთის მოქალაქეა, 40 – ინდოეთის, 18 – უკრაინის და 31 – აზერბაიჯანის მოქალაქეა.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა 5 746 პირზე გაიცა; მეორე კვარტალში 7 299 პირზე; მესამე კვარტალში მოწმობა 7 420 ადამიანმა აიღო, ხოლო წლის ბოლო სამ თვეში – 6812-მა.
რაც შეეხება ბოლო კვარტალის მონაცემებს უფრო დეტალურად, სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი 2 226 მართვის მოწმობა თბილისშია გაცემულია.
ამასთან, მოცემულ პერიოდში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ბელარუსის, თურქეთის მოქალაქეებიც.