შსს-ს მონაცემების თანახმად, საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. 2023 წელს, ქვეყნის ტერიტორია 190 უცხოელს დაატოვებინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 32 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, 27 ინდოელს, 13 რუსს, 9 ეგვიპტელს, 9 ნიგერიელს, 8 თურქს, 8 ჩინელს, 7 ბანგლადეშელს, 6 იორდანელს, 6 ერაყელს, 5 პაკისტანელს და ა.შ.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 85-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 27 არასრულწლოვანს დაატოვებინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ქვეყნიდან 165 პირი გააძევეს, 2021 წელს – 77, 2020 წელს კი 49.