2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 5,998,603 მგზავრი დაფიქსირდა – ფინანსური ანგარიში

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი 5,998,603 ჯამური მგზავრი, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ 2023 წლის ფინანსური ანგარიშშია საუბარი.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს მოემსახურა საერთაშორისო მიმოსვლის 62%-ზე მეტს, წლიურად მგზავრების გამტარუნარიანობა – 6,1 მილიონი იყო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პოზიციონირებს, როგორც დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი. ის სიდიდით მეორე აეროპორტია ქვეყანაში და 2023 წელს, მისი ბაზრის წილი შეადგენდა 28%-ს, წლიურად მგზავრების გამტარუნარიანობა 1.7 მილიონი მგზავრი. ს საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობა შეადგენს 1,2 მილიონს, 2023 წლის ბაზრის წილი – 10%. ორი ადგილობრივი აეროპორტი ქალაქ მესტიასა და ამბროლაურში გაცილებით მცირეა და ემსახურება შიდა ფრენებს, ძირითადად უცხოელ ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს მთიან რეგიონებს თბილისიდან და ქუთაისიდან. 2023 წლის 7 აგვისტოს, მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე, 2023 წელს კომპანიის კაპიტალში შემოტანილი იქნა ასევე თელავის აეროპორტი და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია. ნატახტარის აეროპორტი წარმოადგენს კერძო საკუთრებას, რომელიც ამჟამად შიდა ფრენებს ემსახურება.
ბოლო 10 წელში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა მიმოსვლა თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლის 0,9 მილიონიდან 2019 წელს 5,2 მილიონამდე გაიზარდა. 2015-2019 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა 14.8% ნაერთი წლიური ზრდის ტემპით (CAGR), რის შედეგადაც მგზავრთა რაოდენობა გაორმაგდა და 1.8 მილიონიდან 3.7 მილიონს მიაღწია. საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისის აეროპორტის ნაერთი წლიური ზრდის ტემპმა (CAGR) მიაღწია განსაცვიფრებელ 35.1%-ს იმავე პერიოდში და შეადგინა 0.2 მილიონიდან 0.9 მილიონ მგზავრამდე, ხოლო ბათუმის აეროპორტში აღინიშნა ნაერთი წლიური ზრდის ტემპის (CAGR) 24.6%-ით ზრდა, რაც გულისხმობს მგზავრთა რაოდენობის 0.2 მილიონიდან 0.6 მილიონამდე ზრდას.
ბოლო წლების განმავლობაში მგზავრთნაკადის ეს სწრაფი ზრდა განპირობებულია საქართველოს სტუმარ- მასპინძლობის სექტორის განვითარებით. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა მგზავრობა საჰაერო გზით გაიზარდა 48%-ით 0,7 მილიონიდან 1,8 მილიონამდე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძირითადად მგზავრების შემომავალი ბაზარია, სადაც უცხოელი ვიზიტორების წილი მთელი მგზავრთნაკადის სამ მეოთხედს შეადგენს, ასევე გაიზარდა ქვეყნიდან გამავალი მოგზაურობის მაჩვენებელი ასევე გაიზარდა 2017 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების EU.3 ფარგლებში ევროკავშირში (EU) – შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შედეგად“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ