2023 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია

2023 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა – ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.3 დღე შეადგინა (2022 წელს – 5.1 დღე), ხოლო დატვირთვამ – 204.9 დღე (2022 წელს – 167.2 დღე).