2023 წელს სასტუმროების რაოდენობა 12.4%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოში სასტუმროების რაოდენობა მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 435 ეკონომიკური სუბიექტი ფუნქციონირებდა, რომლებიც ფლობდნენ 2 488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი კი 12.4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.