2023 წელს სამშენებლო სექტორში ჯარიმების ოდენობამ თითქმის 21 მლნ ლარი შეადგინა

საჯარიმო სანქციების ჯამურმა თანხამ შეადგინა 20 801 000 ლარი, ასევე უნებართვო მშენებლობაზე და უსაფრთხოების წესების დარღვევაზე შეჩერებულ იქნა 398 მშენებლობა, განხორციელდა 60-ზე მეტი უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟი.
გამკაცრდა და პერიოდული მონიტორინგი მიმდინარეობს, ასევე, ქალაქის იერსახის დამახინჯების, გარემოს ნარჩენებით დანაგვიანების, ჰაერის სამშენებლო მტვრით დაბინძურების და მწვანე ნარგავების დაზიანების წინააღმდეგ, აკუსტიკური ხმაურის, გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის კუთხით. მიმდინარე წლის განმავლობაში გამოვლენილია 5 400-ზე მეტი სამართალდარღვევა და გატარებულია შესაბამისი
ღონისძიებები, საერთო ჯამში ამ მიმართულებით დაკისრებულია 6 071 040 ლარი საჯარიმო სანქცია და თითოეულ მათგანს დაევალათ სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის გამოსწორება.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა