2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში 1 836 033 ლარი დაიხარჯა – TI

2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,836,033.17 ლარი დაიხარჯა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასებაში ვკითხულობთ.
TI-ის შეფასებით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან – ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასება სრულად ნახეთ აქ.