2023 წელს სავაჭრო ცენტრ “გალერიას” შემოსავალი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა

გალერია თბილისი, რომელიც ს თანაინვესტირების ფონდის შემადგენელი კომპანიაა, 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სავაჭრო ცენტრ გალერიას მთლიანმა შემოსავალმა 40 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 3.1 მილიონი ლარით მეტი იყო.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჯგუფის წმინდა მოგება 4.7 მილიონ ლარს შეადგენდა.