2023 წელს რუსეთში არარეზიდენტების მონაწილეობით მოქმედი საკრედიტო დაწესებულებების რაოდენობა 108-დან 96-მდე შემცირდა, 2022 წელს მათი – 115-დან 108-მდე შემცირდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო Moscowtimes-ზე დაყრდნობით წერს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ უკიდურესი სანქციები დააწესეს და უცხოურმა ბანკებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს.
ბანკების მთლიანი საწესდებო კაპიტალი 2023 წლის ბოლოს 3,4 ტრილიონ რუბლამდე გაიზარდა, ხოლო არარეზიდენტების ინვესტიციები ბანკების არსებულ საწესდებო კაპიტალში 335,5 მილიარდ რუბლამდე (-9,0%) შემცირდა.
უცხოური კაპიტალის წილი მოქმედი რუსული ბანკების მთლიან კაპიტალში 2024 წლის დასაწყისში შეადგენდა 7,0%-ს, რაც გასული წლის განმავლობაში 2,0 პროცენტული პუნქტით შემცირდა.