მსოფლიო მოსახლეობა 2023 წელს თითქმის 1%-ით, 75 მილიონი ადამიანით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის აღწერის ბიურო ავრცელებს და წერს, რომ დეკემბრის ბოლოს დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,073 მილიარდია.
აშშ-ის აღწერის ბიუროს პროგნოზით, მოსახლეობის 9 მილიარდამდე გაზრდას სულ მცირე 14 წელი, 10 მილიარდის მიღწევას კი დაახლოებით 16,4 წელიწადი დასჭირდება.
