2023 წელს მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,836,033.17 ლარი დაიხარჯა – TI –

2023 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე 1,836,033.17 ლარი დაიხარჯა – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში საკანონმდებლო ორგანოს 2023 წლის საქმიანობის შესახებ. ამავე ანგარიშით:
· ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
· პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
· კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).