2023 წელს იტალიაში ახალშობილთა რაოდენობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს Istat-ის მონაცემებით, იტალიაში დაბადებული ბავშვების რაოდენობა 2023 წელს 3,6%-ით შემცირდა და ახალ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.
გასულ წელს ახალშობილთა რიცხვი 379 ათასამდე შემცირდა, ერთი წლის წინანდელ 393 ათასთან შედარებით. აქამდე 2022 წლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო 1861 წლის შემდეგ (ერთიანი იტალიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების თარიღი).
ამასთან, 2023 წელს ბავშვების 13,3% იტალიაში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს შეეძინათ. ათი წლის წინ ეს წილი 15%-ს შეადგენდა. შობადობის მთლიანი მაჩვენებელი (ერთ ქალზე ბავშვების საშუალო რაოდენობა) ქვეყანაში გასულ წელს 1,2-მდე დაეცა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი -1,24 იყო. 2023 წელს 1995 წელს დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმუმი – 1,19 თითქმის განმეორდა.