2023 წელს თურქეთში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $54 მლრდ-ს გადააჭარბა

2023 წელს თურქეთში ტურისტების რაოდენობამ 56,7 მილიონი შეადგინა. მონაცემებს თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტი (TÜİK) აქვეყნებს.
დეპარტამენტის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 11,1% არის გაზრდილი.
გასულ წელს თურქეთში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 54,31 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, 2022 წელთან შედარებით, 16,9%-ით მეტია.
აქედან 41,6 მილიარდი დოლარი ტურისტების პირად ხარჯებზე, ხოლო 13,25 მილიარდი ტურისტული პაკეტების ხარჯებზე მოდის.