2023 წელს თურქეთში ზღვის პროდუქტების წარმოება 18,6%-ით გაიზარდა

2023 წელს თურქეთში ზღვის პროდუქტების წარმოება წინა წელთან შედარებით 18,6%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 7 ათას 921 ტონა შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტი ავრცელებს.
ამავდროულად, თევზის წარმოების 38,4% და სხვა ზღვის პროდუქტების 3,3% ზღვიდან მოპოვებით იქნა უზრუნველყოფილი, 3,3% წარმოებულია შიდა წყლებში დაჭერით და 55% აკვაკულტურის ობიექტებში .
გასულ წელს დაჭერილი თევზისა და ზღვის პროდუქტების მოცულობა 35,5%-ით გაიზარდა. ამ პროდუქტების წარმოებამ თევზჭერის გზით შეადგინა 454 ათას 59 ტონა, ხოლო აკვაკულტურის ობიექტებზე მოყვანილი თევზისა და ზღვის პროდუქტების მოცულობამ 553 ათას 862 ტონა.
წინა წელთან შედარებით, ზღვის პროდუქტების მოპოვება გაიზარდა 39,4%-ით, ხოლო შიდა თევზის დაჭერა გაიზარდა 0,8 პროცენტით.
დაჭერილი ზღვის თევზის მოცულობამ 387 ათას 115 ტონა შეადგინა. დაჭერილ ზღვის პროდუქტებში ყველაზე დიდი რაოდენობით იყო ანჩოუსი – 273 ათას 915 ტონა.
გასულ წელს კულტივირების გზით ქვეყანაში თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოება 7,6%-ით გაიზარდა.