„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (25,5 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 750,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 673,2 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 77,7 ათასი – იურიდიული პირი.
2023 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 854 კმ შეადგინა, რაც 2,9%-ით (193 კმ-ით) აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს (6 661 კმ).
კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.
რაც შეეხება განაწილებულ ენერგიას, 2023 წელს კომპანია „თელასმა“ 3,464 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 6,1% (198 მილიონი კვტ/სთ-ით) აღემატება 2022 წელს განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობისა და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.
