2023 წელს თაფლის ექსპორტი 2-ჯერ, იმპორტი კი 6-ჯერ შემცირდა

2023 წლის 11 თვეში საქართველოში $35 910 ღირებულების 5.64 ტონა ნატურალური თაფლი შემოვიდა.
თანხობრივად ყველაზე მეტი, იმპორტის 36% საფრანგეთდან განხორციელდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საფრანგეთიდან $13 060 ღირებულების 1.28 ტონა თაფლი შემოვიდა. რაოდენობრივად კი უკრაინიდან $8 530 ღირებულების 2.91 ტონა. თაფლი ასევე შემოვიდა იტალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ომანიდან.
2022 წლის იგივე პერიოდში იმპორტის მაჩვენებელი $83540 იყო, რაოდენობრივად კი 31 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის 11 თვეში ექსპორტზე $701 220 ღირებულების 97.17 ტონა თაფლი გავიდა. მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარი 41 ტონა საფრანგეთში გავიდა, ხუთეულში ასევე არიან ჩეხეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბულგარეთი და ლიბანი.
გასული წლის იგივე პერიოდში ექსპორტზე გასული იყო $972 110 ღირებულების 213 ტონა თაფლი.