“2023 წელს ენგურზე 700-ზე მეტი კანონდარღვევი დავაკავეთ”- სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური 2023 წელს ენგურზე გამშვები პუნქტის კვეთის სტატისტიკას აქვეყნებს.
სოხუმის ოფიციალური ცნობით, ენგურზე 2023 წელს 700-ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს, რაც რამდენჯერმე ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე, როდესაც აფხაზური მხარის ცნობით, 1200 -ზე მეტი კანონდამრღვევი დააკავეს. ეს მონაცემი ასევე, დაახლოებით ოთხჯერ ნაკლები იყო 2021 წელთან შედარებით.
ენგურის გამშვებ პუნქტს აფხაზური მხარე სხვადასხვა საბაბით პერიოდულად კეტავს. შესაბამისად, ჩაკეტილი გამშვები პუნქტის პირობებში, გალის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ხშირად უწევთ შემოვლითი და არაუსაფრთხო გზებით ქართულ მხარეს გადმოსვლა, შემდეგ კი უკან დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?