2023 წელს ევროკავშირში 6,3 მლნ კომერციული ფრენა განხორციელდა

2023 წელს ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობამ 6,3 მლნ შეადგინა, რაც ჯერ კიდევ დაბალია 2019 წლის პანდემიამდე მაჩვენებელზე, რომელიც 7 მილიონი იყო. მონაცემებს ევროსტატი ავრცელებს.
ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის ჩათვლით, ფრენების რაოდენობამ თვეში 600 000-ს გადააჭარბა.
გასულ წელს ყველაზე მეტი ფრენა ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტმა (453 000) განახორციელა. შემდეგ მოდის პარიზის შარლ დე გოლი (451 000) და ფრანკფურტის საჰაერო ნავსადგური (427 000). ყველაზე დატვირთული აეროპორტების ათეულში ასევე შედის მადრიდის, ბარსელონას, მიუნხენის, რომის, დუბლინის, ვენისა და ათენის აეროპორტები.
ევროსტატის კომერციული საჰაერო მგზავრობის განმარტება მოიცავს სამგზავრო, სატვირთო და საფოსტო ფრენებს.

ასევე დაგაინტერესებთ