ექსტრემალურმა კლიმატურმა პირობებმა – როგორიცაა ადრეული ყინვები, ძლიერი წვიმა და გვალვა – მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მევენახეობის გლობალურ მოსავლიანობაზე. 2023 წელს ღვინის წარმოება მსოფლიოში, სავარაუდოდ, დაახლოებით 7%-ით დაიკლებს.
ამის შესახებ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) განცხადებაშია ნათქვამი. OIV-მ გააანალიზა იმ ქვეყნების ინფორმაცია გააანალიზა, რომლებზეც მსოფლიო ღვინის წარმოების 94% მოდის.
„არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო, იტალია და ესპანეთი, 2022 წელთან შედარებით, ღვინის წარმოების მნიშვნელოვან კლებას აფიქსირებენ. 2023 წელს საფრანგეთი მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი ხდება. მისი წარმოებული ღვინის მოცულობა ოდნავ აღემატება ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს.
აშშ-ს პირველი მოსავლის პროგნოზები იმაზე მიუთითებს, რომ წარმოება არა მხოლოდ 2022 წლის მაჩვენებელზე მაღალი იქნება, არამედ ბოლო წლებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელზე“, – ნათქვამია მოხსენებაში.
სამხრეთ ნახევარსფეროში ღვინის წარმოების მოცულობა 2022 წლის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალი იქნება.
„ავსტრალია, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა და ბრაზილია მძიმედ დაზარალდნენ არასასურველი ამინდის პირობებში. ერთადერთი გამონაკლისი აის ახალი ზელანდიაა, ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც 2023 წელს გამომუშავება ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბებს“, – ვკითხულობთ მოხსენებაში.
29 ქვეყნიდან შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც 2022 წელს მსოფლიო წარმოების 94%-ს შეადგენს, 2023 წელს გლობალური ღვინის წარმოება (წვენებისა და ტკბილეულის გამოკლებით) შეფასებულია 241,7 მილიონი დეკალიტრიდან 246,6 მილიონ დეკალიტრამდე, ხოლო საშუალო შეფასება 244,1 მილიონი დეკალიტრია. ეს მაჩვენებელი 7%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.
