2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალი ₾176.9 მილიონამდე გაიზარდა – საქსტატი

ბაზრებისა და ბაზრობების შესახებ საქსტატის 2023 წლის გამოკვლევის მიხედვით, 2023 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 176.9 მლნ. ლარი შეადგინა. მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით 3.6%-ით არის გაზრდილი.