2023 წელს აშშ მსოფლიოში ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი გახდა

2023 წელს მსოფლიოში ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორი გახდა
აშშ-ს, რომელიც 2015 წლამდე ბუნებრივი აირის (LNG) გლობალურ ექსპორტში არ მონაწილეობდა, 2023 წელს ამ მიმართულებით მსოფლიო ლიდერი გახდა.
2016 წელს აშშ-ს წილი იყო 1%, 2017 წელს 5%, 2018 წელს – 7%, 2019 წელს – 10%, 2020 წელს – 13%, 2021 წელს – 18%, ხოლო 2022 წელს მას უკვე 20%-იანი წილი ჰქონდა.
გასული წლის ბოლოსთვის 21%-ით აშშ გახდა ლიდერი ქვეყანა LNG-ის გლობალურ ექსპორტში.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წელს მსოფლიო ბაზრებზე 84,3 მილიონი ტონა LNG გაიტანა. აშშ-ს მოჰყვა ავსტრალია 78,9 მლნ ტონით და კატარი 78,5 მლნ ტონით.
CEDIGAZ-ის მონაცემებით, აშშ იყო ერთადერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალა გლობალური LNG მიწოდებაში არა მხოლოდ 2023 წელს, არამედ ბოლო 5 წლის განმავლობაში.
აღნიშნულია, რომ აშშ-ის ექსპორტის ზრდაზე დიდი გავლენა იქონია Freeport LNG ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამ, რომელიც ხანძრის გამო დაიხურა 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის პირველ კვარტალამდე დახურული იყო.