2023 წელს ამერიკულმა თავდაცვის კომპანიებმა 81 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაიტანეს საზღვარგარეთ, რაც მანამდე არსებულ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. ამის შესახებ Politico აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანახმად, იარაღის გაყიდვებში წამყვანი როლი უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებულმა „ძირითადი გარიგებებმა“ ითამაშა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ტრანზაქციები იყო თავდასხმის და სატრანსპორტო ვერტმფრენების გაყიდვა, რომელთა ღირებულება დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია, ისევე როგორც შორი მანძილის რაკეტების გამშვები მოწყობილობები პოლონეთსა და გერმანიაში.
გაზეთის ცნობით, ეს გამოწვეულია ნატოს სურვილით, „მოსკოვთან ალიანსის დაპირისპირების კონტექსტში ყველაზე თანამედროვე იარაღი მოაგროვოს“.