სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” 2023 წელს აჯამებს. გასული წლის მონაცემებით, ალდაგმა მომხმარებლებს 70 მლნ ლარი აუნაზღაურა და 25 ათასამდე ზარალი დაარეგულირა. ანაზღაურება როგორც MSME, ისე კორპორაციულ და საცალო შემთხვევებს მოიცავს. განსაკუთრებით დიდი თანხა, 14 მილიონი ლარი ანაზღაურდა მხოლოდ აგროდაზღვევის სეგმენტში.