2023 წელი ანტისემიტური და ისლამოფობიური განწყობების ზრდით აღინიშნა

7 ოქტომბერს, “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მათთან ანტისემიტური და ისლამოფობიური საფრთხეები მკვეთრად გაიზარდა.
ანტიდეფამაციის ლიგის (ADL) მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, პირველი ოთხი კვირის განმავლობაში, ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა შეერთებულ შტატებში 388%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი ორგანიზაციის, ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს (CAIR) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, იმავე პერიოდში ისლამოფობიური ინციდენტების რაოდენობა ამერიკაში 216%-ით გაიზარდა.
ორივე ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-“ჰამასს” შორის ომმა ამერიკაში სარწმუნოებრივი სიძულვილის გაღრმავება გამოიწვია. “ჰამასის” თავდასხმის დღეს, ისრაელში 1,200 ისრაელელი დაიღუპა. მას შემდეგ კი, რაც ისრაელმა პასუხად “ჰამასს” ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, რომელსაც “ჰამასი” აკონტროლებს, პალესტინელთა შორის მსხვერპლმა 20,000-ს მიაღწია.
„2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სულ რაღაც 8 კვირაში, CAIR-მა საჩივრების 42% მიიღო. ეს უტოლდება 2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში შემოსული საჩივრების რაოდენობას“, – ნათქვამია ამერიკაში დაფუძნებული მუსლიმთა სამოქალაქო უფლებებისა და ადვოკატირების ჯგუფის მიერ, 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
გაეროში სა და პალესტინის წარმომადგენლები ღაზაში მიმდინარე ომის გამო „გენოციდში“ ერთმანეთს სდებენ ბრალს. ორივე მხარე საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაგირებას ითხოვს. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს “ჰამასი” ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, ყველას მდგომარეობა ნორმალურია – ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ ადამიანებს, რომ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან