2022-2023 სასწავლო წელს სწავლა რეკორდული რაოდენობის 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა – საგანგაშო სტატისტიკა –

2022-2023 სასწავლო წელს სწავლა 14 911 მოსწავლემ შეწყვიტა. ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. საქსტატის მონაცემების თანახმად მათგან 6 409 გოგო იყო, 8 502 კი ბიჭი.
წლების მიხედვით ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
2013/2014 – 14 057 (გოგო – 5 886 ბიჭი – 8 171)
2014/2015 – 12 307 (გოგო – 5 348 ბიჭი – 6 959)
2015/2016 – 11 512 (გოგო – 4 835 ბიჭი – 6 677)
2016/2017 – 11 769 (გოგო – 4 740 ბიჭი – 7 056)
2017/2018 – 12 298 (გოგო – 4 769 ბიჭი – 7 529)
2018/2019 – 12 049 (გოგო – 4 908 ბიჭი – 7 141)
2019/2020 – 8 247 (გოგო – 3 382 ბიჭი – 4 865)
2020/2021 – 7 050 (გოგო – 3 017 ბიჭი – 4 033)
2021/2022 – 8 846 (გოგო – 3 770 ბიჭი – 5 076)
2022/2023 – 14 911 (გოგო – 6 409 ბიჭი – 8 502)
მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტა შესაძლოა მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ-სოციალურ გამოწვევებთან. სახალხო დამცველის ანგარიშების მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სკოლებში სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, 2021 წლის შემდეგ გაორმაგებულია. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოდან ემიგრაციაში წასული სკოლის მოსწავლეების რაოდენობა ასეთია:
2023 წელს – 5604 ბავშვი
2022 წელი – 5508 ბავშვი
2021 წელი – 2698 ბავშვი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?