“2022 წლის შემდეგ, რუსეთში ექსპორტი შევაჩერეთ” -“თბილღვინო” სამთავრობო მედიებს მანიპულაციაში ამხელს

კომპანია “თბილღვინო” განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რუსეთში ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე აგორებულ მცდარ საინფორმაციო კამპანიას ეხმაურება.
კომპანიაში სამთავრობო მედიის საინფორმაციო კამპანიას მანიპულაციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ “2022 წლის შემდეგ, „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტი შეჩერებული აქვს.