„2022 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაზარზე ფასი თვიურად არ გაზრდილა“ – რა ღირს ბინები თბილისში?

2024 წლის ივლისში თბილისში 3,476 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი კლებაა, ხოლო თვიურად 17.6%-იანი ზრდა. ინფორმაციას Galt&Taggart-ი აქვეყნებს.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს. ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 22,253 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3.2%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3.7% წ/წ), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (
2024 წლის ივლისში პირველად ბაზარზე საშუალო ფასი უცვლელი დარჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველად ბაზარზე ფასი თვიურად არ გაზრდილა 2022 წლის დასაწყისის შემდეგ, რაც შესუსტებული მოთხოვნის ეფექტია.
ბაზრის ზომა 2024 წლის ივლისში თბილისში 270.4 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იანი და თვიურად 18.4%-იანი ზრდაა. ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში 1,708.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+1.9% წ/წ).
თბილისში 1 მ² ბინა და კერძო სახლი ყველაზე ძვირი მთაწმინდაზე და ვაკეშია, ყველაზე იაფი ვაშლიჯვარში და დიდ დიღომში.

ასევე დაგაინტერესებთ