2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქსელური მაღაზია ,,ნიკორაა” – finspot

Finspot – ის ანალიზის მიხედვით 2022 წლის უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელების 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლები ასე გამოიყურება
სს “ნიკორა ტრეიდი” (ნიკორა • Nikora)
შპს “ორი ნაბიჯი” (2 ნაბიჯი • 2 Nabiji)
შპს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია” (Carrefour Georgia)
შპს “რითეილ ჯგუფი” (მაგნიტი • Magniti)შპს “ფუდმარტს” (SPAR Georgia / იოლი სუპერმარკეტი) ჯერ არ აქვს 2022 წლის ფინანსური შედგები გამოქვეყნებული და ამიტომ არ არის ამ ანალიზში შეყვანილი.
Finspot- ის ცნობით დიდი კონკურენციის მიუხედავად, სექტორი საკმაოდ სწრაფად იზრდება. წარმოდგენილი 4 კომპანიის შემოსავლებმა ჯამურად ₾3 მილიარდს გადააჭარბა 2022 წელს, რაც წინა წელთან შედარებით 37%-იან ზრდას წარმოადგენს (დათვლილი საშუალო შეწონილით).
ბოლო 3 წლის ჭრილში თუ შევხედავთ (2019-2022), ოთხივე კომპანიას გროს მარჟა გაზრდილი აქვს მინიმუმ 1 პროცენტული პუნქტით და კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლებიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო 2022 წელს.
,,ნიკორა • Nikora უმსხვილესი საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც “ნიკორა სუპერმარკეტის” და ლიბრე • Libre-ს ბრენდებით ოპერირებს და რომლის წლიურმა ბრუნვამაც ₾895 მილიონი შეადგინა 2022 წელს. FMCG სექტორში მეორე უმსხვილესი მოთამაშე 2 ნაბიჯი • 2 Nabiji-ია, რომლის შემოსავლებიც მხოლოდ 2%-ით ჩამოუვარდება “ნიკორას” შემოსავლებს.
2019-2022 წლებში შემოსავლების ზრდის ტემპით 2 ნაბიჯი • 2 Nabiji ლიდერობს. თუ 2019 წელს “2 ნაბიჯის” შემოსავლები” ნიკორა • Nikora-ს შემოსავლების მხოლოდ 71%-ს წარმოადგენდა, 2022 წელს “2 ნაბიჯი” თითქმის გაუთანაბრდა უმსხვილეს კონკურენტს წლიური ბრუნვით. გასათვალიწინებელია რომ “2 ნაბიჯმა” ეს მოახერხა 65-ით ნაკლები სავაჭრო ობიექტით.
ასევე აღსანიშნავია მაგნიტი • Magniti-ის საკმაოდ სწრაფი ზრდის ტემპი ბოლო წლების განმავლობაში. “მაგნიტის” შემოსავლები თითქმის 3-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.
კომპანიების ზრდის შედარების კუთხით ყველაზე საინტერესო იქნებოდა same-store ზრდის ნახვა. ვინაიდან კომპანიებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით ახალი მარკეტები გახსნეს 2022 წელს (“ნიკორა”: +93 ობიექტი; “2 ნაბიჯი”: +71 ობიექტი; “კარფური”: +18 ობიექტი; “მაგნიტი”: +17 ობიექტი), რთული სათქმელია ზრდის რა წილი მოდის არსებულ მარკეტებში გაყიდვების ზრდაზე vs. ახალი ობიექტების დამატების ხარჯზე.
ადვილად შესამჩნევია, რომ ყველაზე დაბალი საერთო მოგების მარჟების მქონე კომპანიებს (2 ნაბიჯი • 2 Nabiji და მაგნიტი • Magniti), ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპიც აქვთ. ყველაზე მაღალი გროს მარჟა კი “ნიკორას” აქვს.
“ნიკორას” მშობელ კომპანიას ეკუთვნის სხვადასხვა ხორცპროდუქტების/ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები, რომელთა პროდუქციასაც “ნიკორას” სუპერმარკეტების მეშვეობით უწევს რეალიზაციას. შესაძლებელია, ასეთ პროდუქციაზე გაცილებით მაღალი მარჟა რჩება, რაც ნაწილობრივ განაპირობებს კომპანიის 26%-იან გროს მარჟას.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 18%-21%-ის ფარგლებში მერყეობს. გამონაკლისია “2 ნაბიჯი”, რომელსაც კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დაბალი საოპერაციო ხარჯების წილი აქვს შემოსავლებში (12%), რაც კომპანიის ყველაზე მაღალ-მომგებიანობასაც განაპირობებს.
FMCG სექტორში კომპანიები საბრუნავ კაპიტალს მომწოდებლების მეშვეობით აფინანსებენ. “ნიკორას” მაგალითი რომ ავიღოთ, კომპანია მარაგებს საშუალოდ 45 დღეში ყიდის, ფულს თითქმის იმავე დღეს იღებს მყიდველებისგან, მაგრამ მომწოდებლებს თანხას უხდის მხოლოდ 67 დღეში. შესაბამისად, დაახლოებით 22 დღე აქვს შესაძლებლობა “უფასო ფულით” შეისყიდოს და შეავსოს მარაგები. ასეთივე პრინციპით მოქმედებენ სხვა სავაჭრო ქსელებიც.
მომგებიანობის მიხედვით (საოპერაციო მოგების მარჟა, EBITDA მარჟა, etc.), ყველაზე დაბალი მაჩვენებლები “კარფურს” და “მაგნიტს” აქვთ, ყველაზე მაღალი კი – “2 ნაბიჯს”. ეს უკანასკნელი დაბალი საერთო მოგების მარჟებით ოპერირებს, მაგრამ საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციით და საბრუნავი კაპიტალის ყველაზე ეფექტური მართვით გადის მაღალ მომგებიანობაზე. “მაგნიტიც” დაბალი გროს მარჟებით ოპერირებს და ასე ახერხებს ბაზრის წილის ზრდას, თუმცა პროპორციულად მაღალი საოპერაციო ხარჯების პირობებში, კონკურენტებთან შედარებით ნაკლებმომგებიანია.
2019-2022 წლებში დივიდენდი გაცემული აქვს მხოლოდ “2 ნაბიჯს”, რომელმაც კუმულატიურად ₾89 მილიონი გასცა მფლობელებზე:
· 2022: ₾47 მილიონი- 2021: ₾26 მილიონი- 2020: ₾14 მილიონი- 2019: ₾2 მილიონი

ასევე დაგაინტერესებთ