2022 წლის თებერვლიდან კრემლმა 180 კერძო კომპანიაზე მოიპოვა კონტროლი – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, ს ხელისუფლებამ 2022 წლის თებერვალში ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სახელმწიფო კონტროლი დაამყარა 180-მდე კომპანიაზე, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 11,5 მილიარდი დოლარია.
“პრიორიტეტულია უცხოური მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების კომპანიები. ეს, სავარაუდოდ, გამოწვეულია სახელმწიფოს სურვილით, შეამციროს უცხოური (კერძოდ, დასავლური) კავშირები რუსეთის ეკონომიკასთან”, – ნათქვამია ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის დასკვნაში.

დაზვერვა მიუთითებს, რომ რუსეთის ხელისუფლება დაყადაღებულ აქტივებს კრემლის იმ ერთგულ ბიზნესმენებს შორის ანაწილებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ბრიტანეთის სადაზვერვო უწყება ამ ნაბიჯებს ასევე უკავშირებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 2024 წლის თებერვლის მიმართვას, რომელშიც უკრაინაში ომის გავლენის ქვეშ ქვეყანაში ახალი ელიტის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა.
სახელმწიფოს საკუთრებაში საწარმოების დაბრუნებას არც რუსეთის ხელისუფლება არ უარყოფს, მაგრამ მოსკოვი აცხადებს, რომ საქმე ეხება მხოლოდ სამხედრო პროფილის საწარმოებს, რომლებიც კერძო პირთა საკუთრებაში მოხვდა.
2023 წლის დასაწყისიდან რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა 333 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების სამხედრო-სამრეწველო პროფილის 15 საწარმო. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სტრატეგიული საწარმოები, რომლებიც უკანონოდ გავიდნენ სახელმწიფოს საკუთრებიდან “და ზოგიერთ შემთხვევაში უცხოური კონტროლის ქვეშ მოექცნენ.”
2023 წელს გენერალურმა პროკურატურამ 27 სარჩელი შეიტანა სასამართლოებში კერძო კომპანიების საკუთრებაში არსებული საწარმოების ჩამორთმევის მიზნით. “ნოვაია გაზეტა ევროპის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუსეთის“ ცნობით, 2023-2024 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ სცადა ან წარმატებით მოახდინა იმ აქტივების ნაციონალიზება, რომელთა საერთო ღირებულება ერთ ტრილიონ რუსულ რუბლზე მეტია.
მთელი რუსეთის მასშტაბით სამხედრო ქარხნების ასეთ აქტიურ განვითარებას სამხედრო ექსპერტები იმით ხსნიან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ აპირებს ომის დასრულებას უახლოეს წლებში და, შესაბამისად, ასობით მილიარდ რუბლს ხარჯავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე.
· უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის სამხედრო ხარჯების ზრდა ინფლაციას აძლიერებს და რუსეთის მთავრობას აიძულებს რთული გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებ 23 ოქტომბერს წერდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.
· რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 11.94% შეადგინა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ