2022 წლის ეკონომიკაში ყველაზე დიდი წილი – 15.9%, ვაჭრობასა და ავტოტრანსპორტის რემონტს ეჭირა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.9%) და დამმუშავებელი მრეწველობა (11.3%).
შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10%), მშენებლობა (8%), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;
სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (5%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.7%) და განათლება (4.5%).
2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (59.1%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.8%), ტრანსპორტი და დასაწყობება (24.7%), მშენებლობა (16.5%), დამმუშავებელი მრეწველობა (10.5%), ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (29.3%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (14.6%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7%).