2022 წელს 202 ნარკომოვაჭრე დავაკავეთ, ხოლო 2023 წელს – 284 – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2022 წელს ნარკოტიკებით მოვაჭრე 202 პირი დააკავეს, ხოლო 2023 წელს – 284. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ნაკროდანაშაულის გაზრდილ მაჩვენებელს შეეხებოდა.
დეპუტატები გომელაურისგან დაინტერესდნენ, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო საკითხის მოგვარებისთვის. აქვე ოპოზიციონერმა ხატია დეკანოიძემ შს მინისტრობის კანდიდატს ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებაც სთხოვა ინფორმაცია.
„ახალგაზრდების გარდაცვალება პირველი არ არის. ეს გახმაურდა და არ არის იშვიათი სამწუხაროდ. ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს. არის ეს პრობლემა და ეს არის მსოფლიო პრობლემა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. ნარკომოვაჭრეების დაკავების მაჩვენებელი ძალიან მაღალი გვქონდა. 2023 წელს დავაკავეთ 284 პირი ნარკოტიკებით ვაჭრობაზე. 2022 წელს დავაკავეთ – 202. ამდენი ნარკომოვაჭრე საქართველოში არასოდეს დაკავებულა. ამდენი დაკავება არ ყოფილა არც ერთ წელიწადს. მესმის, რომ ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი. ჩვენზე ათჯერ მეტი დანაშაულია სხვა ქვეყნებში, ღია სტატისტიკით ქვეყნდება. ევროპის ქვეყნები, -ის შტატებში, სადაც 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს“, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ალბათ ალბათ კომპლექსური სამუშაოა საჭირო და არა მხოლოდ შს სამინისტროს მხრიდან.
„ნარკოტიკების ტრანზიტს რაც შეეხება, ტრანზიტული ქვეყანა ვართ და შემოდის, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ 100%-იან გადახურვას ვერ მოვახერხებთ ვერანაირად“, – თქვა გომელაურმა.