2022 წელს ლილუაშვილმა ფორმულას უჩივლა ქოლცენტრების საქმეში მისი ჩართულობის მხილებისთვის

2022 წელს ლილუაშვილმა ფორმულას უჩივლა ქოლცენტრების საქმეში მისი ჩართულობის მხილებისთვის.
ლილუაშვილმა სადავო გახადა ფორმულას და მთავარი არხის ეთერში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ლილუაშვილის სავარაუდო ჩართულობას უკავშირდებოდა. საქალაქო სასამართლომ ლილუაშვილის ეს სარჩელი მაშინ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს დაავალა, ორი კვირის ვადაში გაევრცელებინათ ცნობა იმის შესახებ, რომ ამ საქმეზე ცილისწამების ნაწილი დადგინდა. ლილუაშვილი სამივე მხარისგან სიმბოლური 1 ლარის გადახდას ითხოვდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
დღეს, გენპროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გრიგოლ ლილუაშვილისადმი ბრალის წარდგენისას თქვა, რომ ლილუაშვილი მფარველობდა თაღლითურ ქოლ-ცენტრებს. მისივე განცხადებით, გამოძიების ვერსიით შეთანხმება არსებობდა ოპოზიციურ მედიასა და ლილუაშვილს შორის – ოპოზიციური მედია, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია, გაზნრახ არ აშუქებდა ცნობებს „ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების შესახებ“.