2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა – ლაშა ხუციშვილი

2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
როგორც მან აღნიშნა, 4-წლიანი ჯამური მაჩვენებლით 2020 წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 45%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 85%-ს მიაღწია და 2024 წელს 91 მილიარდ 891 მილიონ ლარს გადააჭარბა. ე.წ. პოტენციურ ზრდასთან შედარებით, რეალური ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იყო 2023-2024 წლებში, რის შედეგადაც 2021-2024 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა საშუალო წლიურმა ზრდამ 9,4% შეადგინა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, განვლილ პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდა დიდ წილად ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდასთან იყო დაკავშირებული, კერძოდ:
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი. კერძოდ:
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს