„2021 წელს, კრიპტობაზარზე ერთი მანიპულატორი გვყავდა – მასკი, რომლის რეპუტაციაც განულდა, ახლა კი მეორე გვყავს – ტრამპი“ – ავთანდილ კუჭავა

დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კრიპტოპლატფორმა World Liberty Financial-მა (WLF) ტოკენების სტრატეგიული რეზერვის შექმნა, რომელსაც თავდაპირველად ბიტკოინის, ეთერიუმისა და მსხვილი კრიპტოვალურები უნდა მოეცვა, თუმცა სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა.
ამ დროისთვის, კრიპტოვალუტების ფასი იკლებს, შემცირება კი ყველა მსხვილ და ნაკლებად მსხვილ ქოინზე შეინიშნება.
ბიტკოინი (BTC): მიმდინარე ფასი შეადგენს $83,553-ს, რაც წინა დღიდან 0.10%-ით შემცირებას ნიშნავს. ეთერიუმი (ETH): მიმდინარე ფასი შეადგენს $2,090.69-ს, რაც წინა დღიდან 0.11%-ით შემცირებას ნიშნავს. კარდანო (ADA): მიმდინარე ფასი შეადგენს $0.807944-ს, რაც წინა დღიდან 0.18%-ით შემცირებას ნიშნავს. სოლანა (SOL): მიმდინარე ფასი შეადგენს $136.23-ს, რაც წინა დღიდან 0.16%-ით შემცირებას ნიშნავს. რიპლი (XRP): მიმდინარე ფასი შეადგენს $2.35-ს, რაც წინა დღიდან 0.11%-ით შემცირებას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის სახელმწიფო რეზერვებში სწორედ ბოლო აღნიშნული სამი ქოინი შევიდა: კარდანო (ADA), სოლანა (SOL) და რიპლი (XRP).
“კრიპტო-ბაზრის” დირექტორის, ავთანდილ კუჭავას „კომერსანტთან“ ამბობს, ტრამპის ინიციატივას და ზოგადად, ამ სამი ქოინის რეზერვების შექმნას კრიპტოვალუტასთან და დეცენტრალიზირებულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს.
„კრიპტო – ბაზარზე უცნაური არაფერი ხდება. 2021 წელს ერთი მანიპულატორი გვყავდა – ილონ მასკი, რომლის რეპუტაციაც განელდა, ახლა კი მეორე მანიპულატორი გვყავს, ტრამპი, რომლის მანიპულაციებიც მალე განელდება. რითელ სექტორი რაც არსებობს და ეს ხალხი რასაც აინვესტირებს, ამას მანიპულატორი უყურებს, რომელი ქოინი აინტერესებთ და ასე იღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კრიპტო-რეზერვებს, რიპლი (XRP), სოლანა (SOL) და კარდანო (ADA) დაამატა, უარესი სამეული ვერც შეიძლებოდა აერჩია. კარდანო- ვერ მუშაობს, სოლანა საერთოს კატასტროფაა, ნაგავია, როგორც ბლოკჩეინი. რიპლი კი ჩვეულებრივი “ქეშია”, ცენტრალიზირებული ელექტრონული ფულია. ამ პროექტებს კრიპტოვალუტასთან და დეცენტრალიზირებულ სამყაროსთან შეხება არ აქვს. ბიტკოინზე უარს, რომც უნდოდეთ, მაინც ვერ იტყვიან. პირიქით, ბიტკოინის ფარად შეაპარეს ეს კოინები და ჩუმად ივაჭრეს. მათ შორის ეთერიუმთან მიმართებით 200 მილიონიანი რონგი იყო გახსნილი, სანამ ტრამპი განცხადებას გააკეთებდა“,- აღნიშნა კუჭავამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.