2014 წლის მერე პირველად – ბრაზილიელთა მძიმე სტატისტიკა, არგენტინასთან განადგურების შემდეგ

არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, “ალბისელესტემ” სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში ბრაზილია 4:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ “სელესაომ” ოფიციალურ მატჩებში 4 ან მეტი გოლი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაუშვა. მოგეხსენებათ, მაშინ საშინაო მუნდიალზე ბრაზილიელები ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 განადგურდნენ.
უშუალოდ სამხრეთ ამერიკული ნაკრებიდან ბრაზილიელებმა 4 ბურთი 1987 წლის შემდეგ პირველად მიიღეს. ბოლოს ეს არგენტინაში გამართულ კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრებმა გააკეთა, რომელმაც “სელესაოს” 4:0 სძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში