2013 წლიდან დღემდე „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში 278,1 მლნ ლარზე მეტი სესხი გაიცა – სამინისტრო

„2013 წლიდან დღემდე, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, მეფრინველეობის ფერმების მოწყობისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 278,1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2,779 სესხი“ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 67,2 მლნ ლარს აღემატება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.