2012 წლის 17 მაისს ბექა ბასილაია მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო. აუქციონი ისე ჩატარდა, არავის მიუღია მონაწილეობა. ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი- ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად

2012 წლის 17 მაისს ბექა ბასილაია მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო. აუქციონი ისე ჩატარდა, არავის მიუღია მონაწილეობა. ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი- ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად
„2012 წლის 17 მაისს, დილის 10 საათზე მომდის შეტყობინება რომ კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართება აუქციონი. გამოდის ქონება, რომლის საწყისი თანხა არის 100 ათასი ლარი და ბიჯის თანხა არის 30 ათასი ლარი. შეტყობინება მოდის ბექა ბასილაიასგან, ყველაზე კარგი უფლებადამცველი რომ არის ახლა თავისი ჭკუით. ამას მოჰყვა სატელეფონო ზარი და მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო“- განაცხადა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მისივე თქმით, „აუქციონში აბსოლუტურად არავის მიუღია მონაწილეობა. მისი წარმოსახვით ყვარელში, ვითომ აუქციონზე რომ ჩავედი, ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ ეს 100 ათასი ლარი ძალიან იაფია, ავწიოთ და 700 ათას ლარზე ავიდეთ ამ თანხის გადახდაზე მეთქი. ოქმში ასახულია, რომ ეს შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად“.
„მე ვუთხარი, სად უნდა წავიდე, არც 100 და არც 30 ათასი ლარი მაქვს, რა გინდათ, ჩემი გაგიჟება გინდათ მეთქი? და ავდივარ პროკურატურაში. პროკურატურაში მეუბნება, რომ საქართველოს ბანკთან უკვე შეთანხმებულია, თვითონ ესაუბრა საქართველოს ბანკს და სესხი უკვე დამტკიცებულია ამ ყველაფრისთვის, რომ რაც გადასახდელი იქნება საქართველოს ბანკმა დამატებითი სესხის სახით უნდა გასცეს. მან ჩემთან ერთად აიღო ტელეფონი რომ უფრო მეტად დავერწმუნებინე და ესაუბრა ქეთევან გაბუნიას, ს თანამშრომელს და უთხრა, რომ „წინაზე რაც გესაუბრე, რომ ეს თანხა შოშიაშვილის ანგარიშზე უნდა დაჯდეს და შემდეგ გადაირიცხოს ყვარლის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, ხომ იცით?“
იმდენად ცოტა დრო იყო აუქციონამდე დარჩენილი, რომ რომც წავსულიყავი მე ფიზიკურად ვეღარც მოვასწრებდი აუქციონზე ჩასვლას და თვითონ მითხრა, რომ შენი ჩასვლა იქ საჭირო აღარ არისო. აუქციონში აბსოლუტურად არავის მიუღია მონაწილეობა. აუქციონი ჩატარდა ისე, რომ აუქციონზე არ ყოფილა არც კონკურენტი ადამიანი. მონაწილე წესით მხოლოდ მე უნდა ვყოფილიყავი, საბუთებით მხოლოდ მე ვიყავი და მისი წარმოსახვით ყვარელში, ვითომ აუქციონზე რომ ჩავედი, ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ ეს 100 ათასი ლარი ძალიან იაფია, ავწიოთ და 700 ათას ლარზე ავიდეთ ამ თანხის გადახდაზე მეთქი. ოქმში ასახულია, რომ ეს შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად“-განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.
Next: როდესაც შენს ქვეყანას არ ეკუთვნი და გარედან იმართები, პოლიტიკაში მომავალი ვერ გექნება – კახა კალაძე

ასევე დაგაინტერესებთ

თუ არაფერია დასამალი, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახადონ, ვინ, რა მიზნით და რა მოცულობით ფინანსდება შვეიცარიის საბიუჯეტო სახსრებით. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი დონორობის საბაზისო ტესტი

იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს