2012 წლის შემდეგ პირველად, ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა

2012 წლის შემდეგ პირველად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა.
„ევროპეისკა პრავდას“ ინფორმაციით, უნგრეთის საელჩოსთან მივიდა პრემიერ-მინისტრის კორტეჟი უამრავი მანქანით. მოგვიანებით, გამართავს მოლაპარაკებებს უკრაინის პრეზიდენტ სთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.
ორბანი ს არც ვოლოდიმირ ზელენსკის და არც პრეზიდენტს ს დროს არ სწვევია. ბოლოს კიევში ის 2012 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს იმყოფებოდა.
უნგრეთი, რომელიც მუდმივად წინაღობებს უქმნის უკრაინის ფინანსურ დახმარებას და შემდგომ წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, 1-ელ ივლისს როტაციის წესით გახდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე.
ზელენსკიმ ჯერ კიდევ გასულ წელს მიიწვია ვიქტორ ორბანი კიევში. „მე ვუთხარი, რომ მის განკარგულებაში ვიქნებოდი. ჩვენ მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დავაზუსტოთ: რაზე?” — თქვა მაშინ ორბანმა.
ზელენსკიმ ასევე მიიწვია უნგრეთის პრემიერი სამშვიდობო სამიტზე შვეიცარიაში, სადაც ორბანმა საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო გაგზავნა.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი ბოლოს გასულ კვირას, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე გადაიკვეთნენ.