2012 წლამდე, 16 ახალი სკოლა იყო აშენებული, ჩვენს დროს აშენებული და რეაბილიტირებულია 450 სკოლა – პრემიერი

2012 წლამდე 16 ახალი სკოლა იყო აშენებული, ჩვენს დროს აშენებული და რეაბილიტირებულია 450 სკოლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლებას არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით, მხოლოდ „ქართუ“ ფონდისა და ს დაფინანსებით გარემონტდა რამდენიმე ასეული სკოლა.
„რაც შეეხება სკოლების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ ასევე ჩვენ შარშან დავაანონსეთ, დავიწყეთ სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენი გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ყველა სკოლა ქვეყანაში უნდა იყოს დასრულებული, გარემონტებული და აშენებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. აქაც საინტერესო იქნებოდა შედარება, 2012 წლამდე, გაგეცინებათ და 16 ახალი სკოლა იყო აშენებული მხოლოდ. 16 სკოლა აშენდა მხოლოდ. მანამდე რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდა, ისიც, მხოლოდ „ქართუ“ ფონდისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით.
მთავრობას, წინა ხელისუფლებას არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. 16 სკოლა აშენდა, მაშინ, როცა ჩვენს დროს უკვე აშენებულია 450 სკოლა და რეაბილიტირებულია. ახლა მიმდინარეობს უკვე, მოგახსენეთ, რომ 880-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა. აი, ეს არის რეალური განსხვავება იმისა, თუ როგორ ზრუნავს დღევანდელი მთავრობა განათლებაზე და მომავალ თაობაზე და როგორ ზრუნავდა წინა ხელისუფლება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.